1. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ჩათვლით სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაშ