მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე
დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №32, 12.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016849 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6695771/muxli-3/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია