დაუცველი
მოსახლეობის
სამედიცინო
დახმარება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა საცხოვრებელ ადგილად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაფინანსება განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული (მათ შორის, დღის სტაციონარული) მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული რეაბილიტაციის (ერთჯერადად არაუმეტეს 15 პროცედურა) დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური დახმარების გაწევის შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება კვლევას ახორციელებს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ანგარიშსწორების განხორციელებამდე დაწესებულებამ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ქვეკონტრაქტორი დაწესებულების შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და
ჩატარებული კვლევების კალკულაცია და გადახდის ქვითარი.
4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზ