დაავადებების
მქონე
და
მუდმივ
ჩანაცვლებით
მკურნალობას
დაქვემდებარებული
,ცერებრალური
დამბლით
,აუტიზმით
,დაუნის
სინდრომით
,კაზაბახ
-
მერიტის
სინდრომით
არომატული
ამინომჟავების
მეტაბოლიზმის
დარღვევების
მქონე
(
ფენილკეტონურია
,სხვა
ჰიპერფენილალანემია
ICD E70.0 – E70.1),გლუტენის
დაავადება
(
ცელიაკია
ICD K90.0),კანის
ქრონიკული
(
თანდაყოლილი
იქთიოზი
ICD Q80),ჰიდროცეფალიით
და
ოჯახური
ხმელთაშუაზღვის
ცხელებით
,იუვენილური
რევმატოიდული
ართრიტით
(M08.0)
და
გაფანტული
სკლეროზით
(
რეციდიული
-
რემისიული
-
პროგრესივი
ფორმა
EDSS4.0)
დაავადებული
ადამიანების
სამედიცინო
და
სოციალური
დახმარება
1. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით (გარდა ცელიაკიით და ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების) სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების, ადაპტური ტექნოლოგიების, მედიკამენტების, დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.
2. ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო საჭიროებების დაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.
3. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, ცელიაკიით, ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის
ცხელებით, (0-დან 18 წლამდე) იუვენილური რევმატოიდული ართრიტით (M08.0)
და (0-დან 18 წლამდე) კაზაბახ-მერიტის სინდრომით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. (0-დან 18 წლამდე) აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9) ბავშვების
სამედიცინო სტაციონარული ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 2000 (ორი ათასი) ლარის ამოწურვამდე.
5. (0-დან 18 წლამდე) იუვენილური რევმატოიდული ართრიტით (M08.0) და კაზაბახ-მერიტის სინდრომით დაავადებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის 2000 (ორი ათასი) ლარის ამოწურვამდე.
6. გაფანტული სკლეროზის (G 35) დიაგნოზის მქონე, უნარშეზღუდულობის შკალის მიხედვით 0-დან 6 ქულის ჩათვლით მინიჭებული ბენეფიციარების სამედიცინო კვლევების და მედიკამენტების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტი 2000 (ორი ათასი) ლარის ამოწურვამდე.
7. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში, დახმარების მიმღები სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიში.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ასევე საზღვარგარეთ მისაღები მკურნალობისთვის.
9. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზ