მუხლი 26. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
თავი II — სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1.დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.
2. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარების მიერ შემოტანილი განცხადებების დაკმაყოფილება იმ შემთხვევაში თუ ისინი 2019 წლის 1 იანვრამდე არ იყვნენ რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №87, 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016533 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4409963/muxli-26/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია