1. ხანძრების, დაუძლეველი  ძალის,  ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობი ლიზიანის) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან  და აქტი ტერიტორიული ერთეულიდან;

ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი აქტი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთვდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც (პირადი ნომრის მითითებით).

3. საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით.

4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ