1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად ერთი წლით (12 თვე), 850 (რვაასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე ;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გამქირავებლის, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ მის სახელზე საცხოვრებელი ფართი არ ირიცხება;
ე) საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება;
ვ) უსახლკარობის დამადასტურებელი აქტი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც( პირადი ნომრის მითითებით).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.