ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 300 (სამასი) ლარის ოდენობით სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.

ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის მოქმედების ვადით ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, ბავშვის ხელოვნური საკვებისა და ჰიგიენური საფენების შეძენას;

გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 100 (ასი) ლარის ოდენობით „ბავშვთა საერთაშორისო  დღე“-სთან  დაკავშირები