1. პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ჩაუტარდათ სტაციონარული მკურნალობა/მეთვალყურეობა არანაკლებ 24 საათის განმავლობაში (ან გაეწერა ბოლო 1 თვის მანძილზე) და საჭიროებენ სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, გაეწიოთ დაფინანსება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობა განხორციელდება წელიწადში ერთჯერადად.
3. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა,) დედანი, გაცემული ბოლო 1 თვის მანძილზე, რომლის მე-17 პუნქტში მკურნალი ექიმის მიერ აღნიშნული იქნება იმ სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, რომლის მიღება აუცილებელია პაციენტისთვის საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს ექიმის მიერ ხელით შევსების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ პუნქტში სავალდებულოა დანიშნულების ჩამონათვალი და იმავე დღეს გაცემული რეცეპტი;
დ) კალკულაცია აფთიაქიდან – დედან