სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები და მოქალაქეები:

ა) მრავალშვილიანი ოჯახები;

ბ) მარტოხელა მშობლები;

გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები;

ე) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირები;

ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 (ასი) წლის და მეტი ასაკის  მოქალაქეები;

თ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის  ცენტრი „თებე“ და ა(ა)იპ „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“;

ი) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები;

კ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები;

ლ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირები, საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს  დაზარალებული პირები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების  შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები;

მ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებული პირები;

ნ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები;

ო) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე მოქალაქეები;

პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახები;

ჟ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

რ) საპენსიო ასაკის პირები და  სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა  შეადგენს 200 000-ს;

ს) პერსონალური ასისტენტის სერვისით მოსარგებლე 18 წელს ზემოთ შშმ პირები;

ტ) რეინტეგრირებული ბავშვები;

უ)  „ცელიაკიის“ დიაგნოზის მქონე ბენეფიციარები;

ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები