1) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნის, ასევე ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის  საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ბენეფიციარის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოთხსენებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2) მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქის ან მის სრულწლოვანი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;

ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;

ვ) ამ პროგრამის მიზნებისთვის ხანდაზმულის პირი არის 60 წლის და მეტი ასაკის მქონე პირ