1. პროგრამა ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას 2 000 ლარით.

2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები (მეუღლე, შვილი, მშობელი) პირის განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ