1. კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება) გულისხმობს თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასებას, ცოდნის ამაღლებას კატასტროფების შესახებ თემში მათი შესაძლებლობების გაზრდისა და თემის ეფექტური რეაგირებისათვის საგანგებო/კრიზისული სიტუაციის დროს; რეაგირების გუნდების შექმნას (მათ შორის პირველი დახმარების და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები), წვრთნას/სწავლებას, სიმულაციური ვარჯიშების მოწყობას და რეაგირების მექანიზმში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას; მუნიციპალიტეტების რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმების (მათ შორის საოჯახო გეგმის) შემუშავებაში/განახლებაში აქტიურ მონაწილეობას.
2. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ითვალისწინებს მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტების მეშვეობით უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებსა (მუცლის ღრუსა და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა) და ექიმი-თერაპევტის, გინეკოლოგისა თუ ოფთალმოლოგის კონსულტაციას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ქალაქებიდან მოშორებით მდებარე დასახლებებსა და თემებში. ასევე სისხლის უანგარო, ნებაყოფლობითი დონაციის პროპაგანდის მეშვეობით სისხლის დონორების მობილიზებას და ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგის შევსებას, იმუნიზაციის გზით ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურ დაცვას მართვადი დაავადებებისაგან, საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის პანდემიებისთვის მზადყოფნას, ეპიდემიური კონტროლის, წყლის ჰიგიენისა და სანიტარიის, მასობრივი საგანგებო სიტუაციებიის მართვის, პირველი დახმარებისა და ფსიქოლოგიური პირველი დახმარების შესახებ ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარების განვითარების გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თემის დონეზე საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების გაუმჯობესებას;
3. სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში „ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის“ ბაზაზე არის შექმნილი სხვადასხვა საქმიანობათა ჯგუფები და ხორციელდება ბენეფიციართა უნარ-ჩვევების განვითარება (თემატური ტრენინგები, სემინარები, სასწავლო სესიები და ა.შ.), სერვისების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება, რეცხვა და ა.შ.) და ადვოკატირება (სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, კონსულტაცია და ინფორმირება). ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ღირსეულ გარემოში დაგეგმონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მათი ყოფის შემსუბუქებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თაობათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
4. ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის პოპულარიზებასა და გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პიროვნულ ზრდას (ტრენინგების/სემინარების/სასწავლო სესიების/პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. საშუალებით) სხვადასხვა მიმართულებით, მათში ჰუმანიტარული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, მათ მობილიზებას და აქტიურ მონაწილეობას მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში, როგორც სასოფლო, ასევე საქალაქო თემებში. ახალგაზრდებს ეძლევათ არაფორმალური განათლების და სხვადასხვა ცხოვრებისული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება, რაც ხელს უწყობს მათ თვითრეალიზებას და უშუალო მონაწილეობას თემის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის გავნვითარებაში. ახალგაზრდებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება ჩაერთონ თანასწორთა განათლების პროცესში და დაეხმარონ თანატოლებს გახდენ უფრო მოტივირებულები, აქტიურები და გაიუმჯობესონ მათთვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევებ