1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა ამოცანები: ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შემოსული განცხადებების განხილვა. ბავშვისა და ოჯახის შეფასება. ბავშვის/ბავშვების საჭიროების დადგენა. გრძელვადიანი ან მოკლევადიანი გეგმის დაწერა, საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის გადამისამარება შესაბამის უწყებაში, დამხმარე სერვისებში პრობლემის აღმოფხვრისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით. ოჯახის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე მუშაობა. სამიზნე ჯგუფი: ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახები, რომელთაც დაუდგათ მძიმე კრიზისული მდგომარეობა ან საჭიროებენ მხარდაჭერას დროის უმოკლეს პერიოდში, შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე. დახმარება გაიცემა მატერიალური, ფულადი ან/და ადამიანური რესურსების გამოყენებით.

2. ჩართვის კრიტერიუმები:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები;

ბ) მშობლის /მშობლების /მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება;

გ) ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა (მშობელმა/მშობლებმა დაკარგეს სამსახური);

დ) ბავშვის /ბავშვების/ მშობლის/მშობლების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება;

ე) ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე;

ვ) სტიქია (საცხოვრებლის დაკარგვა და არ აქვს ალტერნატიული ფართი);

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;

თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;

ი) ძალადობის მსხვერპლი მშობელი;

კ) მარტოხელა მშობელ