1. პროგრამა ითვალისწინებს უკიდურესად მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, არ ექვემდებარება აღდგენას/რეაბილიტაციას და მასში ცხოვრება მოსახლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია, ან საერთოდ არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, საცხოვრებელი პირობების მოგვარებაში, რათა ოჯახებს მიეცეს პრობლემის შემსუბუქების და სოციალური ფუნქციონირების  ამაღლების  პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ იქნა ქვეპროგრამა „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა“. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწყვლადი ოჯახებისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული პროექტის და სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახლდაზიანებულ მოქალაქეთა განცხადების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ე.წ. „მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი“.

2. მესაკუთრე ვალდებულია 10 წლის განმავლობაში არ განკარგოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აშენებული მცირე ფართიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განხორციელდა სახლის მშენებლობა, რაზედაც პროექტის განხორცილების დაწყებამდე გაფორმდება ურთიერთშეთანხმების აქტ