1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
2. სრულწლოვანი – I, II და III (სოციალური პაკეტის მიმღები) ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შშმ პირები სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის წევრმა ან მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა და სოციალური პაკეტის მიმღები მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მეურვის ან/და კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინფორმაცია ბენეფიციარის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ);
ე) საბანკო რეკვიზიტები.
5. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შშმ პირები (პირველი, მეორე და მესამე(სოციალური პაკეტის მიმღები) ჯგუფის) სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით.
6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა/ოჯახის წევრმა ან მზრუნველმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მხარდამჭერის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო რეკვიზიტებ