სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები:
ა) მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ი;
ბ) ახლად დაბადებული ბავშვიანი ოჯახ(ებ)ი;
გ) მარჩენალდაკარგული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირ(ებ)ი;
ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირ(ებ)ი, ასევე მათთან გათანაბრებული პირები;
ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული, მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირ(ებ)ი და გარდაცვლილ მებრძოლთა მეუღლეები;
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები (0 - დან 65000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები) და უსახლკარო ოჯახები, თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000 - ს.
თ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლ(ებ)ი;
ი) მარჩენალდაკარგული სტუდენტ(ებ)ი;
კ) წარჩინებული სტუდენტ(ებ)ი;
ლ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალწევრიანი ოჯახ(ებ)ი;
მ) 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პირ(ებ)ი;
ნ) დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
ო) ხანდაზმული პირ(ებ)ი(70 წელს გადაცილებული);
პ) აუტიზმის სპექტრის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი;
ჟ) ბრონქიალური ასთმით დაავადებული პირ(ებ)ი;
რ) გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირ(ებ)ი;
ს) გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირ(ებ)ი;
ტ) ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვები;
უ) მარჩენალდაკარგული 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ორივე მშობლის გარდაცვალება).
ჯანდაცვა:
ა) 140 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე პირები/ოჯახები;
ბ) 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი;
გ) თვალის დაავადებების(მედიკამენტოზური, ოპერაციული) მკურნალობის საჭიროების მქონე პირები;
დ) 100 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე პირები/ოჯახები;
ე) ძვირადღირებული ონკოლოგიური გამოკვლევების საჭიროების მქონე პირ(ებ)ი;
ვ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები;
ზ) გენეტიკური გადახრების მქონე პირები;
თ) პერიოდული დაავადებების მქონე პირები;
ი) დიალიზ- და ჰემოდიალიზდამოკიდებული პირები