1. მიმღებს შეუძლია გამოიყენოს ეს ცნობები ფიზიკური პირების შესახებ მხოლოდ აღნიშნული მიზნით და მათი გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებში;

2. მოთხოვნის მიხედვით მიმღები ატყობინებს გადამცემ ორგანოს მათი გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;

3. ცნობები ფიზიკური პირების შესახებ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ სასამართლო ორგანოებს. შემდგომი გადაცემა სხვა ორგანოებისათვის ნებადართულია მხოლოდ ამ ცნობების გადამცემი ორგანოს წინასწარი თანხმობით;

4. გადამცემი ორგანო ვალდებულია თვალყური ადევნოს გადასაცემი ცნობების სისწორეს, აგრეთვე მათი გადაცემის აუცილებლობას და აღნიშნულ მიზანთან შესაბამისობას, ამასთან დაცული უნდა იყოს ის აკრძალვები ფიზიკური პირების შესახებ ცნობების გადაცემის თაობაზე, რომლებიც მოქმედებენ შეთანხმების მონაწილე მხარეების თითოეული ქვეყნის შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ გაირკვევა, რომ გადაცემულია არასწორი ან აკრძალული ცნობები, მაშინ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღებს, რომელიც ვალდებულია შეასწოროს ა გაანადგუროს ცნობები.

5. შესაბამის პირს, მისი თხოვნით ინფორმაცია მის შესახებ არსებული ცნობების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია მათი გამოყენების მიზნების შესახებ. ინფორმაცია შეიძლება არ გაიცეს, თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს ინტერესები ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში უარის თქმის დროს აღემატება შესაბამისი პირის ინტერესები შესაბამისი პირის უფლება, დაკავშირებული ასეთ ინფორმაციასთან, განისაზღვრება ქვეყნის შინაგანი კანონმდებლობით.

6. ინფორმაციის გადაცემისას გადამცემი ორგანო შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად მიუთითებს მათი შენახვის ვადებს, რომელთა გასვლის შემდეგ ცნობები განადგურებულ უნდა იქნეს ამ ვადებისაგან დამოუკიდებლად გადაცემული ცნობები ფიზიკური პირების შესახებ ექვემდებარება განადგურებას მას შემდეგ, რაც ისინი აღარ იქმნებიან აუცილებელნი.

7. მონაწილე მხარეების ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების შესრულებას, ვალდებულნი არიან დოკუმენტალურად დააფიქსირონ გადაცემა და მიღება ცნობებისა, რომლებიც ფიზიკურ პირებს ეხება, დაიცვან ფიზიკური პირების შესახებ ცნობების გადაცემა არამართლზომიერი ხელყოფისაგან, მათში ცვლილებების შეტანისა და აგრეთვე გამოქვეყნებისაგა