2) ომში დაღუპულ გერმანელთა გადასვენების თითოეული შემთხვევისათვის უნდა შედგე სათანადო ოქმი, რომელშიც აღნიშნული იქნება საფლავების ძველი და ახალი ადგილი, მონაცემები პიროვნების შესახებ, ამოსაცნობი ნიშანი წარწერით და პიროვნების იდენტიფიცირების სხვა განსაკუთრებული ნიშნები.

3) თუკი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ომში დაღუპული გერმანელთა საფლავები დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურული ცვლილებების გამო მიტოვებულია და იქ გერმანელი მიცვალებულების დაცვა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ნებას რთავს გერმანელ მხარეს სათანადო გაცხადების საფუძველზე აღმართოს ყოფილ სასაფლაოებზე სადა და შესაფერისი ფორმის მემორიალი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ამისათვის უზრუნველყოფს შესაფერის ადგილის გამოყოფას.

4) თუ ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოზე საბოლოო დაკრძალვისათვის საჭირო იქნება ომში დაღუპულთა იმ ნეშთების დროებითი დაკრძალვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს მათი დროებითი დაკრძალვისა და წესისამებრ სასაფლაოების შესაფერისი გაფორმებისათვი