2) Volksbund-ს შეუძლია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკადა ან ევროპის გაერთიანების სხვა რომელიმე ქვეყნიდან საქართველო რესპუბლიკაში შეიტანოს და უკან გაიტანოს ის მოწყობილობა, სატრანსპორტო საშუალებები და მასალები სათანადო მოწყობილობით, რომლებიც საჭიროა ამ ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად.

3) ამ საქონლის საბაჟო შემოწმებისას უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) საქართველოს რესპუბლიკაში დროებით შემოტანილი მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები გაივლიან საბაჟო შემოწმებას შეტანისა და გამოტანის შესახებ საბაჟო აღნიშვნით, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები ისევ უკან იქნება გატანილი;

ბ) მასალა და მისი თანმხლები მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია საფლავების, მემორიალის და სასაფლაოების აგების, მოწყობის, გაფორმებისა და მოვლისათვის, შეტანის ბეგარისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ საბაჟო სამსახურს დამატებით წარედგინება შეტანისას მიღებული დეკლარაცია.

- შეტანილი საქონლის ზუსტი სია.

- სათანადო წესისამებრ უფლებამოსილია პირების მიერ ხელმოწერილი ვალდებულებათა დეკლარაცია, რომელიც შეიცავს ვალდებულების გარანტიას, რომ დასახლებული საგნები მხოლოდ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებით იქნება გამოყენებულ