ისინი თავის ქვეყანაში დასაშვებს გახდიან და გაადვილებენ მეორე მხარის წამახალისებელ ზომებს და მხარს დაუჭერენ ადგილობრივ თაოსნობებსა და დაწესებულებებს.
(2) ეს ეხება ენის ცოდნის გავრცელება-გაღრმავებას სკოლებში, უმაღლეს და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის მოზრდილთა განათლებას. ენის ცოდნის გავრცელების ღონისძიებებს წარმოადგენს, კერძოდ:
- მასწავლებელთა, ლექტორთა და სპეციალისტ-კონსულტანტთა წარგზავნა შუამდგომლობით;
- სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალის გადაცემა, თანამშრომლობა სახელმძღვანელოთა მომზადებისას;
- მეორე მხარის მიერ მოწყობილ მოსამზადებელ და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობა, აგრეთვე ენათა სწავლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოცდილების გაზიარება;
- რადიოსა და ტელევიზიის შესაძლებლობათა გამოყენება სხვა შესაბამისი ენის შესწავლისა და გავრცელებისათვის.
(3) შეთანხმების მონაწილე მხარეები შეეცდებიან სახელმძღვანელოებში მეორე ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის და კულტურის სათანადოდ ასახავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგება