1. თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც საინტერესოა ორივე მხარისათვის;

2. დელეგაციებისა და ცალკეული პირების გაგზავნის ინფორმაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათი სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობის ჩათვლით;

3. ინფორმაციის მიღების, კურსების გავლის, სამეცნიერო სტაჟირებისა და პრაქტიკის მიზნით მეცნიერთა, უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული პერსონალის, მასწავლებლების, საწარმოო სწავლების ოსტატების, ასპირანტების, სტუდენტების, სკოლისა და სხვა სასწავლებლების მოსწავლეთა გაცვლაში მხარდაჭერას;

4. არქივებში, ბიბლიოთეკებსა და მსგავს დაწესებულებებში დაშვების, მეცნიერული მიზნით მათი გამოყენების ყოველმხრივ გაიოლებას და ინფორმაციის გაცვლაში, აგრეთვე საარქივო მასალების ასლების დამზადებაში მხარდაჭერას;

5. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით სამეცნიერო პედაგოგიური და მეთოდური ლიტერატურის, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო თვალსაჩინოების, საინფორმაციო მასალებისა და სასწავლო ფილმების გაცვლაში დახმარებას, აგრეთვე შესაბამისი სპეციალიზირებული გამოფენების მოწყობას;

6. ორივე ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების მხარდაჭერას;

7. ისტორიული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების კონსერვაციის, რესტავრაციისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა