1. სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების ფორმები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. სამსახურის თანამშრომლისათვის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს მის დანიშვნაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების შეტანის უფლება აქვს სამსახურის თანამშრომლის უშუალო უფროსს ან მის შემცვლელს