1. სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.
2. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს სამსახურის მიერ მოწყობილი კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დათხოვნილი იქნება სამსახურიდან