1. გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ სადისციპლინო კოლეგიას გამოაქვს მაშინ, როდესაც დისციპლინურ კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა და კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკისროს მას ამ დებულებით გათვალისწინებული შემდეგი დისციპლინური სახდელებიდან ერთ-ერთი: „გაფრთხილება“, „საყვედური“, „მკაცრი საყვედური“, „სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილისა და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება“ ან „თანამდებობიდან გათავისუფლება“.
2. გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგია მაშინ იღებს, თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით კოლეგიას მიზანშეუწონლად ესახება, რომ მოცემულმა პიროვნებამ გააგრძელოს მოსამართლედ მუშაობა. სადისციპლინო კოლეგიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ სერიოზული და მძიმე დარღვევა