სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებზე. იგი ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედობა, რომელიც დისციპლინური ბრალდებით წარედგინა მას, და არის თუ არა ეს ქმედობა დისციპლინური გადაცდომა ამ დებულების მიხედვით. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ ფაქტორის არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ