1. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიას გამოაქვს:
ა) მოსამართლის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური დევნის, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადების გასვლის გამო;
ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ დისციპლინური ბრალდების მოხსნის შემთხვევაში;
გ) თუ მოსამართლე, ვის წინააღმდეგაც არის აღძრული დისციპლინური საქმე, ამ საქმის განხილვის დამთავრებამდე დატოვებს მოსამართლის თანამდებობას ან გადადგება, სადისციპლინო კოლეგია შეწყვეტს დისციპლინური საქმის წარმოებას იმის მიუხედავად, თუ განხილვის რა ეტაპზეა საქმე;
დ) თუ საქმის არსებითი განხილვის დროს ან მის დაწყებამდე – საქმის მასალების წინასწარი შესწავლისას აშკარა გახდა მოსამართლის ქმედობაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, სადისციპლინო კოლეგია საქმის მასალებს უგზავნის სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის უფლებამოსილ ორგანოს.
2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სადისციპლინო კოლეგიას აქვს მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.05.2000
მუხლი 36. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 218. სამხედრო სადისციპლინო წესდების დარღვევა
- მუხლი 7520. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე
- მუხლი 7543. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ
- მუხლი 7524. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 7545. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ
- მუხლი 7536. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ მასთან დათანხმების შემთხვევაში
- მუხლი 30. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება
- მუხლი 31. საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 32. სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი ბრალდებით დისციპლინური დევნის აღსაძრავად
- მუხლი 33. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 34. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები
- მუხლი 37. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ
- მუხლი 38. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ
- მუხლი 40. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი
- მუხლი 41. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა
- მუხლი 42. ოქმის შინაარსი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 36, №182, 09.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113860/muxli-36/