1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს უფლება აქვს დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოხსნას დისციპლინური ბრალდება. ასეთ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია შეწყვიტოს საქმის განხილვა და შესაბამისად – დისციპლინური საქმე.
2. თუ მოსამართლე დაეთანხმა დისციპლინურ ბრალდებას, სადისციპლინო კოლეგია წყვეტს დისციპლინური საქმის განხილვას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ