1. პოლიციელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი, 15.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3922
წინა რედაქცია (28.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. პოლიციელის თანამდებობიდან დროებით გადაყენება 1. პოლიციელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლო დიმაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. პოლიციელის გამართლების შემთხვევაში მას შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის.