გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1106-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.020449
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. თუ დაგეგმილი საქმიანობა ტყის ტერიტორიაზე ხორციელდება და ტყის სტატუსის შეწყვეტას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებას საჭიროებს, საქმიანობის განმახორციელებელმა სკოპინგის ანგარიშს უნდა დაურთოს ინფორმაცია ტყის სტატუსის შეწყვეტის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ.“.

3. მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს ტყის სტატუსის შეწყვეტას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალურ სარგებლობას, საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ის ანგარიშს უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია აღნიშნული პირი;“.

5. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. საქმიანობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციას უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1106-VIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2021.
როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1106-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.020449.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1106-VIმს-Xმპ, 15.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.020449 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5306669/