საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№649-IIს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.018381
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 44-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საგადასახადო ორგანოს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.“.

2. 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.“.

3. 299-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად.“.

4. მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საჩივარი ხელმოუწერელია.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N649-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №649-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.018381.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №649-IIს, 21.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018381 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3648738/