საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ.1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 23-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს და მან მოახდინა მისი რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.“.
2. 1343-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.“.
3. 1426-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.“.
4. 1444-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1444. სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე
სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.“.
5. 1492-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1492. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 9 დეკემბერი.
№2239–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2239. სარეგისტრაციო კოდი — 040.000.000.05.001.002.025.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2239, 09.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.002.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27706/