საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3657-IIს
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 11/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11391 მუხლი:

    „მუხლი 11391. საზღვარგარეთ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი

ამ კარის პირველი და მეორე თავებით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.“.

2. 1151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.“.

3. 1190-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:   

„11. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შესაძლებელია ასევე დადგინდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.“.

4. 1244-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 1 ოქტომბერი.

№3657–IIს

 

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3657-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.016010.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №3657-IIს, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1042345/