საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5179
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.002.952
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 18/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1761 მუხლი:

     „მუხლი 1761. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობის დაშვება

21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობის დაშვება, –

გამოიწვევს აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.“.

2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761 და 190-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (გარდა დამრღვევის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე გამოვლენის შემთხვევისა).“.

3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 116-ე–125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 166-ე, 173-ე, 1741, 1761, 1771, 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5179–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 03.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5179. სარეგისტრაციო კოდი — 020.080.000.05.001.002.952.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №5179, 03.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.952 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22012/