საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4785
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.842
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 01/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. შეურაცხაობა ასაკის გამო

ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ხოლო ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე, 178-ე (გარდა პირველი ნაწილისა), 179-ე და 2381 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება – იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თორმეტი წელი.“.

2. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.“.

3. 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეციდივის, საშიში რეციდივის ან განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-2 ნაწილის წესი.“.

4. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 80. არასრულწლოვანი დამნაშავის ასაკი

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი (გარდა ამ კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.“.

5. 184-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 197-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

7. 414-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებების აშენებამდე ან/და მოდიფიცირებამდე, სადაც თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსდებიან, თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელის სახით უნდა შეეფარდოთ ჯარიმა.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 23 მაისი.

№4785–Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.05.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4785. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.002.842.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №4785, 23.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.842 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21268/