„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- ON ENVIRONMENTAL LIABILITY 02.03.2021
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება
1. უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელების ფარგლებში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება −
გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე ამ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება.“.
2. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამართალდამრღვევს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-17−23-ე და 24-ე მუხლებითა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის გაორმაგებას.“.
3. №1 დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ქიმიურ ნივთიერებათა კონცენტრაცია 10-ჯერ ან მეტჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს. ამასთანავე, დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები განისაზღვრება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.
1. ამ კანონის ამოქმედებამდე მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩამდენი პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება დაიწყოს ამ კანონის ამოქმედების დღიდან.
2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N795-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №795-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360150000.05.001.102781.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №795-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 360150000.05.001.102781 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6536271/