„მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ 15.05.2012
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ძირითადი დებულებანი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო ტყეს, რომლის საერთო ფართობია 7333,18 ჰექტარი, მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მაჭახელას ეროვნული პარკი.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის (რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა) ამოქმედებამდე მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ ტყის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თვითმმართველ თემებში შემავალი დასახლებების მოსახლეობის საჭიროებისთვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 22 მაისი 2020 წ. N5957-სს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5957-სს. სარეგისტრაციო კოდი — 360060000.05.001.019851.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5957-სს, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 360060000.05.001.019851 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4870523/