„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, მიწერით საწყობში/ტერმინალში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცევა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევა;“.
2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვა საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენებით.“.
3. 30-ე მუხლის:
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაციის დასრულებისთანავე შესაბამისი საბაჟო ორგანო კომპეტენტურ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტის (ექსპორტის) შესახებ, ფაქტობრივად იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ნივთიერებათა დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის (ექსპორტის) განხორციელების თარიღის მითითებით.“;
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან ნარკოტიკულ საშუალებას, აგრეთვე იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებისთვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რომელთაც არ ახლავთ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებს საბაჟო ორგანო.“;
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან ექსპორტის საბაჟო პროცედურის განხორციელებისას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ფაქტობრივ რაოდენობასა და სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟო ორგანო აკავებს საქონელს და ამის თაობაზე აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს, რის შემდეგაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 28 ივნისი 2019 წ. N4915-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2019.
- როდის იქნა მიღებული „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4915-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 470070000.05.001.019556.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4915-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.019556 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4584650/