„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- ON PUBLIC PROCUREMENT 09.02.2023
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) აღმასრულებელი დირექტორის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.
2. 86-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას.
3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბჭო. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბჭო. საბჭოს აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.“;
გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით.
8. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 29 ნოემბერი 2023 წ. N3756-XIIIმს-Xმპ |