გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განუხორციელებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე.

მუხლი 231. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება🔗

1. უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელების ფარგლებში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება −

გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე ამ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №795 – ვებგვერდი, 04.07.2025