თავი III — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
11. სამართალდამრღვევს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
2.
ამ კანონის მე-17−23-ე და 24-ე მუხლებითა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის გაორმაგებას.
3. სამართალდამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.
4. ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს დეპარტამენტი.
5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
6. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №795 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №795
წინა რედაქცია (12.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 11. სამართალდამრღვევს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. 2. ამ კანონის მე-17−23-ე და 24-ე მუხლებითა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის გაორმაგებას. 3. სამართალდამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან. 4. ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს დეპარტამენტი. 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 6. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში.