1. მინისტრმა 2022 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ა.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ“;
ა.ბ) „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“;
ა.გ) „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;
ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“;
ბ) 2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.
3. 2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 200).
4. სააგენტომ და დეპარტამენტმა 2022 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.06.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.06.2023 კანონი №3387
წინა რედაქცია (12.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი/მისაღები და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი სამართლებრივი აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები 1. მინისტრმა 2022 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ“; ა.ბ) „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“; ა.გ) „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“; ბ) 20232025 წლის 1 ივლისექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“. 3. 2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 200). 4. სააგენტომ და დეპარტამენტმა 2022 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.