„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3387-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
360150000.05.001.020923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

Law of Georgia (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2021, სარეგისტრაციო კოდი: 360150000.05.001.020241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2022 წლის 1 ივლისამდე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით, ხოლო თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს,  2024 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოსთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა  2026 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.“.

2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.“.

3.  30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.“. 

4. №2 დანართს („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობები.“. 

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ივნისი 2023 წ.

N3387-XIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

ON ENVIRONMENTAL LIABILITY

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2023.
როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3387-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360150000.05.001.020923.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3387-XIმს-Xმპ, 29.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 360150000.05.001.020923 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5842441/