„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39-IIრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
280010000.05.001.020216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 64-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:

ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ;

გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება.“.

2. 65-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის პირველი−41-ე მუხლები, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე-2−მე-4 პუნქტები, 43-ე მუხლი და  48-ე−63-ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე და 46-ე მუხლები და 47-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მოქმედებს 2022 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 დეკემბერი 2020 წ.

N39-IIრს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

სოციალური მუშაობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2020.
როდის იქნა მიღებული „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №39-IIრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.05.001.020216.
რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39-IIრს-Xმპ, 29.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 280010000.05.001.020216 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5066878/