„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.“.
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი).
2. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.
3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
4. ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
5. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.
7. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დადასტურებისა და მისი მართლზომიერებისათვის მთლიანად პასუხისმგებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინსპექტირების ცენტრი.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე მართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის მონიტორინგი, მათ შორის, ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით.“.
3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ექსპლუატაციაში გაუშვას ტექნიკურად გაუმართავი ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დადგენილი წესების დარღვევითაა გადაკეთებული ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ან/და რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა);“.
4. 62-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 აპრილამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი:
„მუხლი 631. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტები
საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტების მიღება;
ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1913-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 5. კანონში გამოყენებული ტერმინები1. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება
- მუხლი 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკ
- მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი1. საწარმო, რომელიც საქა
- მუხლი 62. გარდამავალი დებულებანი 1. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და
- მუხლი 631. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტებისაქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1913-რს. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.018711.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1913-რს, 23.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.018711 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3952404/