„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№146-Iმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
240140000.05.001.102447
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭო პირველად დაკომპლექტდეს განსხვავებული წესით, კერძოდ, საბჭოს 2 წევრი აირჩეს 4 წლის ვადით, ხოლო საბჭოს 3 წევრი − 5 წლის ვადით. ამ საბჭოს პირველად დაკომპლექტებამდე საბჭოს ფუნქციების შესრულება დაეკისროს აღნიშნული სააგენტოს თავმჯდომარეს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად განსაზღვრავს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე რომელი კანდიდატურა რა ვადით ასარჩევად უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.

5. მომდევნო არჩევნებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს საბჭოს წევრები, მათ შორის, ხელახლა − საბჭოს თავდაპირველი წევრები, არჩეულ იქნენ 5 წლის ვადით.

6. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის პირველი−მე-8 და მე-12 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. 

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N146-Iმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2024.
როდის იქნა მიღებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №146-Iმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.05.001.102447.
რამდენი მუხლისგან შედგება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, №146-Iმს-XIმპ, 13.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.102447 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6326717/