„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №8 |
|
2023 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროგრამის განმახორციელებლად (შემდგომში − პროგრამის განმახორციელებელი) განისაზღვრონ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი);“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − „განახლებული რეგიონების“:
ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის თანხის გადარიცხვა.“;
ბ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და დეპარტამენტს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.“;
დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის კომისიისთვის განსახილველად წარდგენა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.10.003.023842.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8, 16.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.023842 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5693336/