„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№240
სარეგისტრაციო კოდი
010260050.10.003.022796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2021 წლის 27 მაისი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 26/04/2021, 010260050.10.003.022740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამის განმახორციელებლებად განისაზღვრონ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გადარიცხვა.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის 3​1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2021.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.05.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №240. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.10.003.022796.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №240, 27.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.022796 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5176623/