„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
280070040.10.003.021812
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №103

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“:

1. მე-10  მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სააგენტო სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო) მიერ შეთანხმებული ფორმატით მიწოდებული მიმართვის საფუძველზე სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში  ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება სოციალური პაკეტის თანხა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ან სრულწლოვანების მიღწევამდე, ან არასრულწლოვნის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით, რის თაობაზეც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ ეცნობება სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.“.

2. მე-16  მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პირს, რომელიც 2015 წლის პირველ აპრილამდე აღიარებულია ქმედუუნაროდ, არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) და წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სააგენტო ინდივიდუალურ შეფასებამდე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ შეთანხმებული ფორმატით მიწოდებული მიმართვის საფუძველზე, სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში  უხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება სოციალური პაკეტის თანხა, ხოლო ინდივიდუალური შეფასების შემდეგ სოციალური პაკეტის მიღება განხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

 

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია