„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
010260050.10.003.023387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №176

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2021, 010260050.10.003.022740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამის განმახორციელებლებად განისაზღვრონ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სსიპ −  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, მუნიციპალიტეტის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის ან/და მოსალოდნელი თანხის ათვისების პროგნოზის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად, შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გადარიცხვა.“;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სსიპ −  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, სსიპ −  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად, სსიპ −  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის თანხის გადარიცხვა.“;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის 3​​1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ −  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 15​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.“;

დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი/წარმომადგენლები.“;

ე) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში  დასაფინანსებელი სსიპ −  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის კომისიისთვის განსახილველად წარდგენა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2022.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №176. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.10.003.023387.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №176, 12.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.023387 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5436274/